logo
  • ge
  • en
  • მთავარი
  • ღონისძიება
  • განრიგი
  • მომხსენებლები
  • საგამოფენო სივრცე
  • ისტორიები
  • ფოტოკონკურსი
  • კონფერენცია
  • კონტაქტი

საგამოფენო სივრცე

ფოიეში გამოფენილი მრავლფეროვანი ნამუშევრები და ინიციატივები, მათი ავტორების ენთუზიაზმი და ნიჭიერება თქვენი შთაგონების წყარო გახდება

photo

ქართული ყველი სამი რეგიონიდან

6 რძის გადამამუშავებელი საწარმო ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან და აჭარიდან - „ცეზარი“, „მილკენი“, „ჩიზლაინი“, „წიფორა“, „ახალი მესხეთი“ და „მზიური ჯავახეთი“, წარმოადგენენ განსხვავებული გემოს, ტიპის და უნიკალური შეფუთვის ქართული ყველის სახეობებს. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გასინჯონ და შეიძინონ საუკეთესო ქართული ყველი, მათ შორის ამერიკაში ექპორტზე გატანილი სულგუნიც, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის სუპერმარკეტებში დიდი წარმატებით იყიდება.
ვრცლად
photo

კულტურის სახლი, გარდაბანი

ააიპ გარდაბნის კულტურის სახლის ხატვისა და ტექსტილის წრის წარმომადგენლები წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სტილში შესრულებულ ტილოებს, გობელენებს, სამკაულებს, თექით შექმნილ ნახატებს და თიხის ნაწარმს. ამ ნაწარმის გაყიდვიდან შემოსული თანხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელოვნებო სკოლის დაფუძნებას მოხმარდება.

ვრცლად
photo

კულტურის და ხელოვნების სახლი, დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის და ხელოვნების სახლი თავის დახლზე წარადგენს ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს, თოჯინებს და ნაჭრისგან, ხისგან და თექისგან დამზადებულ არაჩვეულებრივ ნახატებს. აღნიშნული ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა დმანისში ახალი მუნიციპალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბებას მოხმარდება.
ვრცლად
photo

ეთნომუზეუმი, ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმი თავის დახლზე წარადგენს უძველეს რკინის და ხის ჭურჭელს, რომელიც ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურას და მხარს დაუჭერს ამ ქობულეთის მუზეუმის შენობაში ეთნო კაფეს გახსნის იდეას. ამასთანავე ამ დახლზე წარდგენილი იქნება ამ მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი მადისაღმძვრელი ტკბილეული, ღვინო და თაფლი.
ვრცლად
photo

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - ახალგაზრდა ფერმერები

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა წევრები ღონისძიების სტუმრებს ფერმერულ ღვინოს, ყველს, თაფლს, თხილს და ჩირს შესთავაზებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პროდუქცია უფრო ცნობადი გახადონ, გაზარდონ მოტივაცია და კრეატიულობა ახალი იდეების განსახორციელებლად აღნიშნულ სექტორში.
ვრცლად
photo

საქართველოს უნიკალური ველური ბუნება

საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნის ქვეშ გაერთიანებული ბუნების დამცველთა და მოყვარულთა კუთხე საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღმოსაჩენად ფოტოგამოფენას შემოგვთავაზებს. კომპანია „ეკოტურზი“ - ტურისტულ ეკოტურებს, ხოლო კომპანია „ეკოფიმლზი“ - ახალ დოკუმენტურ ფილმს, „ჯარა“-ს პრეზენტაციას წარმოგვიდგენს. „ჯარა“ - ეს არის ზღაპრულად ლამაზი მოგზაურობა აჭარის მაღალმთიანეთში.
ვრცლად
photo

როკი და მომავლის ფერმერი

კომპანია „როქი“-ს 22 სადისტრიბუციო ეკიპაჟი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ ვეტაფთიაქსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს ემსახურება; აქვს 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და არის 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში. „როქის“ ინდუსტრიული პარტნიორის, „მომავლის ფერმერი“-ს ცხელი ხაზით, ტრენინგ-ცენტრით, კონსულტაციით, დაგროვების ბარათებით, აგრობიბლიოთეკითა და აგრობროკერული სერვისით 25000-ზე მეტი ფერმერი სარგებლობს.
ვრცლად
photo

ახალგაზრდული ცენტრი, ქედა

ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული ცენტრი ღონისძიების მონაწილეთა ყურადღებას თავისი არაჩვეულებრივი ხელნაკეთი ნაწარმით მიიპყრობს - თექის ფიგურებით და ნახატებით, მოქსოვილი და თექისგან დამზადებული ტანსაცმლით და სხვა აჭარული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუვენირებით. გაყიდვიდან შემოსული თანხით ქედაში ქართული ეროვნული რეწვისა და ტრადიციული ხელოვნების ახალი მუნიციპალური სტუდიის გახსნა დაფინანსდება.
ვრცლად
photo

ხალხური რეწვის ოსტატები, ხელვაჩაური

ხალხური რეწვის ოსტატები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან და მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს წარადგენენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“ კი ღონისძიების მონაწილეებს უგემრიელეს აჭარული ბაქლავას შესთავაზებს. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ახალი ხელნაკეთი ნაწარმის შექმნას.
ვრცლად
photo

ხალხური რეწვის ოსტატები, შუახევი

ხალხური რეწვის ოსტატები შუახევის მუნიციპალიტეტიდან და მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი არაჩვეულებრივ ხელნაკეთ ნივთებს წარადგენენ. შუახევის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახი“ კი ღონისძიების მონაწილეებს უგემრიელეს აჭარული ბაქლავას შესთავაზებს. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ახალი ხელნაკეთი ნაწარმის შექმნას.

ვრცლად
photo

ხელოვნების სალონი, ხულო

ხელოვნების სალონი ხულოს მუნიციპალიტეტიდან წარადგენს გასაოცარ ნახატებს, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთის ულამაზეს ხედებს და ბუნებას ასახავენ. სალონს სურვილი აქვს გაზარდოს ნამუშევრების რაოდენობა და გაყიდვიდან შემოსულ თანხას საღებავების და სხვა საჭირო მასალის შესაძენად გამოიყენებს.


ვრცლად
photo

რეწვისა და ქარგვის ხელოვნების ნიმუშები, ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის ცენტრი ღონისძიების მონაწილეებს წარუდგენს არაჩვეულებრივ ხის ნაწარმს და სხვადასხვა სახის ნაქსოვ და მოქარგულ პროდუქციას. გაყიდვიდან შემოსული თანხა ადგილობრივი ხელოვანებისთვის მასალის შეძენას და ამ დარგის პოპულარიზაციას მოხმარდება.



ვრცლად
photo

ექსპორტზე გატანილი ქართული მატყლი

„ქართული მატყლის კომპანია“ პირველი საწარმოა საქართველოში, რომელმაც ქართული მატყლი ექსპორტზე გაიტანა ევროპაში: დიდ ბრიტანეთში; ისინი მატყლის ექსპორტს ინდოეთსა და უკრაინაშიც ახორციელებენ. კომპანია წარმოადგენს ქართული მატყლის ტიპებს/ნიმუშებს, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა და სხვადასხვა უმსხვილესი მატყლის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ ხალიჩების და მატრასების წარმოებისთვის გამოიყენება.
ვრცლად
photo

აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფო

აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფო თავის საგამოფენო დახლზე წამოადგენს ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს, ნახატებს და უგემრიელეს ტკბილეულს, რომელიც დამზადებულია საავადმყოფოს პაციენტების მიერ. გაყიდვიდან შემოსული თანხას საავადმყოფო ახალი სოციალური საწარმოს PIA-ს (People in Action) ჩამოყალიბებას მოახმარს.

ვრცლად
photo

ინდივიდუალური მეწარმე ომარ სხულანძე

ომარ სხულანძე არის ხელოვანი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც შესთავაზებს ღონისძიების მონაწილეებს უნიკალური წარმოების მეტალის ხელნაკეთ სუვენირებს. სუვენირები ასახავენ ეროვნულ კულტურას, სიმბოლიკას და ბუნებას. გაყიდვიდან შემოსული თანხა ხელოვანს საშუალებას მისცემს გაამრავალფეროვნოს პროდუქცია და გააფართოვოს ბიზნესი.
ვრცლად
photo

ხელოვანები თეთრიწყაროდან

ოთხი ნიჭიერი ხელოვანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ღონისძიების მონაწილეებს გასაოცარ ხელნაკეთ ნივთებს, თოჯინებს, ნახატებს, და თიხისა და ხის ნაწარმს შესთავაზებს, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა მათი ნაწარმის მრავალფეროვნების გაზრდას და საჭირო სამუშაო მასალის შეძენას მოხმარდება.

ვრცლად
photo

ABBA (აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია)

აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს ლამაზად გაფორმებულ, ექვსკუთხედ სტენდს, რომელზეც გამოფენილი იქნება ასოციაციის წევრთა მიერ წარმოებული თაფლი და სხვა პროდუქტები. ABBA აგროვებს და ყიდის ასოციაციის წევრების კუთვნილ თაფლს. გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემათ თაფლის მწარმოებელ ფერმერებს.


ვრცლად
photo

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი წარმოგვიდგენს უნიკალურ თაფლოვან მცენარეებს აჭარის რეგიონიდან. სტუმრებს საშუალება ექნებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეფუტკრეობის მეურნეობაში წარმოებული სხვადასხვა სახეობის თაფლი დააგემოვნონ და შეიძინონ.
ვრცლად
photo

საოცარი ხელნაკეთობები, ბოლნისი

ხელოვანები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან წარმოადგენენ ხისგან, მატყლისგან, ბატიკით დამზადებულ, გობელენზე და ფერწერულ ტილოებზე შესრულებულ ნამუშევრებს. გაყიდვებიდან შემოსული თანხა ახალი მასალების შესყიდვას მოხმარდება.
details
photo

ხალხური რეწვის ოსტატები, მარნეული

ხალხური რეწვის ოსტატები მარნეულის მუნიციპალიტეტიდან არაჩვეულებრივ ხელნაკეთობებს წარადგენენ: თოჯინებს, მძივებისგან დამზადებულ უნიკალურ სუვენირებს, ხელნაკეთ სამკაულებს და თექის ფერწერულ ტილოებს. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ახალი პროდუქციის შექმნას.
ვრცლად
photo

შთამბეჭდავი ხელოვნების ნიმუშები, ახალციხე

თვითნასწავლი ხელოვანი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, ექთანი გულიკო ხუციშვილი ღონისძიებაზე თავის შთამბეჭდავ ნამუშევრებს, ბუმბულისგან დამზადებულ და ამოქარგულ ნახატებს წარადგენს. გაყიდვიდან შემოსული თანხა ახალი ნამუშევრების შექმნას მოხმარდება.
ვრცლად
photo

რეგიონული ბეჭდური მედია

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) 2002 წელს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ დაფუძნდა. ასოციაცია 24 ადგილობრივ გაზეთს აერთიანებს, რომელთა მკითხველი სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა. სოფლად მცხოვრები კაცების და ქალების თანასწორი ეკონომიკური და სამოქალაქო გაძლიერება რეგიონული გაზეთების პრიორიტეტია.
ვრცლად
photo

რეგიონული მაუწყებლობა

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ (GARB) 2004 წელს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა მიერ დაფუძნდა. ასოციაცია 20 ადგილობრივ ტელევიზიას აერთიანებს, რომლებიც საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ფარავს. სოფლად მცხოვრები კაცების და ქალების ეკონომიკური გაძლიერება და აგრობიზნესი რეგიონული ტელევიზიების პრიორიტეტებია.
ვრცლად
photo

ფერმა

გადაცემა „ფერმა“ ერთადერთი აგრო სატელევიზიო პროგრამაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მოსახლეობის ნდობა გადაცემის მიმართ დღითიდღე იზრდება, რამეთუ „ფერმა“ გვიყვება ადგილობრივი ფერმერების, სოფლის ცხოვრების და იმ გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც დღევანდელი სოფელი დგას: პირუტყვის დაავადებები, საკვები რესურსების და ფინანსების ნაკლებობა, მტაცებელ ცხოველთა თავდასხმები და სხვა.
ვრცლად
photo

ბიზნესის განვითარების სერვისები

3 ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - „სტარ კონსალტინგი“, „პირველი საკონსულტაციო“ და „დარც ჯგუფი“ - სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის, ბიზნესისა და მარკეტინგის სერვისებს წარმოადგენენ. ღონისძიების სტუმრებს ისინი სხვადასხვა ბიზნეს სექტორში საკუთარი მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ.
ვრცლად
photo

ინტეგრაციის ცენტრი, ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინტეგრაციის ცენტრი „რეას“-ი თავის დახლზე წარადგენს მრავალფეროვან თექის და ქაღალდის ხელნაკეთ ნივთებს და ნახატებს, რომლებიც დამზადებულია ამ ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერ. მათი ნაწარმის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ცენტრი ახალი მასალის და საკვების შესაძენად, და ასევე, სოფლებიდან ინტეგრაციის ცენტრში ბავშვების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს.

ვრცლად
logo

თანასწორი შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში

კონფერენცია

  • რეგისტრაცია
  • განრიგი
  • სპიკერები
  • ინიციატივები
  • ისტორიები
  • ფოტო კონკურსი

დაგვიკავშირდით

  • თბილისი, თბილისის ზღვის უბანი
  • +995 591 928 202
  • info@eeg.ge
Copyright @ 2017. All rights reserved. მთავარი ფოტო - ერეკლე სოლოღაშვილი (ecofilms.ge)
created by http://digitaldesign.ge