image

ღონისძიების შესახებ

ღონისძიების 500-მდე მონაწილე: ეროვნულ, რეგიონულ, და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, “ქალთა ოთახების” მენეჯერები, სოფლის რწმუნებულები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და რეგიონებში მცხოვრები ქალები და მამაკაცები – ისინი, ვინც უკვე შეცვალა, ან აპირებს, რომ შეცვალოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, მათთვის თანასწორი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდით, წამოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს, მოტივაციის წყაროებს, კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს.

საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სპორტის, კულტურის და ბიზნესის სფეროებიდან, რომელთათვის მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების, გოგონების და ბიჭების კეთილდღეობა, მოვლენ ღონისძიებაზე, რათა მხარი დაუჭირონ მათ და ისაუბრონ იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი თანასწორობის ბალანსი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი რეგიონებისთვის.

ფოიეში მოწყობილ საგამოფენო სივრცში განთავსებული იქნება: კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, მრავლფეროვანი ხელნაკეთი სუვენირები, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საგნები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძის და თაფლის პროდუქტები, ქართული მატყლი, რეგიონული მედია – გაზეთები და ტელევიზიები, უმსხვილესი ქართული ვეტერინარული საწარმო პროდუქცია, ბიზნესსაკონსულტაციო ფირმები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასოციაციები და ასე შემდეგ. აქვე წარმოდგენილი იქნება ფოტოკონკურსის ფინალისტთა ფოტოგრაფიები. შაგამოფენო სტენდების სრული სიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ საჩვენებელი სტენდების და სურათების კონკურსის გვერდებს.

წინაპირობა

2011 წელს წალკაში, დმანისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა, ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისები და კონსულტაცია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. უფრო მეტიც, ქალებს უნდა ეგრძნოთ, რომ მათი მისვლა და ყოფნა თვითმმართველობის შენობაში ყველასთვის სასურველი და მისაღებია. თავდაპირველად გაიხსნა სამი მუნიციპალური „ქალთა ოთახი“ და სოფლის რწმუნებულები დატრენინგდნენ სოფლის კრებებში ქალების მონაწილეობის გაზრდის საკითხებში. ამ სამ მუნიციპალიტეტში, ხუთი წლის განმავლობაში, ქალების მონაწილეობა სოფლის კრებებში 3-5%-დან 30%-33%-მდე გაიზარდა.

map
map
map

ამ ეტაპზე კი, ქვეყნის სამი რეგიონის - ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის 17 სასოფლო მუნიციპალიტეტში გახსნილია 17 ახალი სერვისი „ქალთა ოთახი“, ხოლო 2 - თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და რუსთავში, რომლებიც ქალაქს სოფელთან აკავშირებენ („ქალთა ოთახი" წარმოადგენს ახალ მუნიციპალურ სერვისს, რომელიც ღია და თავისუფალი საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცეა სოფლის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. „ქალთა ოთახების“ დაარსება შვეიცარიულმა SDC-მ (9 მუნიციპალიტეტში) და ამერიკულმა USAID-იმ დააფინანსეს). „ქალთა ოთახის“ 9000 ვიზიტორების 38% მამაკაცია. „ქალთა ოთახებს“ მუდმივად იყენებენ ადგილობრივი თემის საჭიროებებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, მიმართავენ მას ბიბლიოთეკისთვის და ასევე იღებენ კონსულტაციებს; 1800-მდე სოფლად მცხოვრებმა ქალმა „ქალთა ოთახებში“ გაიარა სპეციალური კურსები და გაიუმჯობესა კომპიუტერთან მუშაობის, ენების, ბიზნეს გეგმის წერის და ბიზნესის მართვის უნარები.

30 თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ქალთა ოთახებსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც სურთ თანაბრად მიაწვდინონ ხმა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას; დატრენინგდა 350 სოფლის რწმუნებული, ათეულობით ქალბატონმა სოფლებში დაიწყეს ან გააფართოვეს საკუთარი მცირე ბიზნესი; განხორციელდა ქალების მიერ სოფლის კრებებზე წარდგენილი, ან „ქალთა ოთახების“ დახმარებით ინიცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფინანსებული 68 ინიციატივა, რომლთა სრული ღირებულება შეადგენს 266, 651 აშშ დოლარს. „აწარმოე საქართველოს“ მიერ მთიან აჭარაში დაფინანსდა ქალების მიერ წარდგენილი 19 ბიზნეს პროექტი, ჯამური ღირებულებით 57,000 აშშ დოლარი.


ღონისძიების მხარდამჭერები

logo

ღონისძიება ტარდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის პატრონაჟით.

სხვა მხარადმჭერები: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონების 19 მუნიციპალიტეტი


განმახორციელებელი პროგრამის შესახებ

map

map
map

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფს-საქართველოს „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“ ქვეყნის სამ რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა) მუშაობს. 2008 წლიდან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ალიანსების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს ბაზრის თანასწორ განვითარებას და სოფლად მცხოვრები ქალების და მამაკაცების საარსებო წყაროს გაუმჯობესებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.alcp.ge და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გვერდს