ჰელენ ბრედბერი

ჰელენ ბრედბერი არის განვითარების პროფესიონალი და საქართველოს გრძელვადიანი რეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს სოფლის და ქალაქის ცხოვრების ინტეგრაციას. მისი კარიერის დიდი ნაწილი დაკავშირებულია საბაზრო სისტემების განვითარებასთან, თუმცა ასევე მუშაობდა ისეთი პრობლემების გადაჭრაზე, როგორიცაა ეთიოპიაში სამეურნეო ცხენების კეთილდღეობა და ცუნამის შემდგომი ინდონეზიის ეკონომიკის ადრეული აღდგენა.

ჰელენი არის საქართველოში შვეიცარიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „სამხრეთ კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს M4P (ბაზარი ღარიბებისთვის) მიდგომას და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

ჰელენი უაღრესად არის დაინტერესებული გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინტეგრაცით M4P მიდგომაში. მისი პროგრამა არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომლის შედეგები და გამოცდილება უკვე შეტანილია რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელოში, როგორც სამტავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორი ჩართვის საუკეთესო მაგალითი.