photo

ნინოწმინდაში მცხოვრები რუზანა დავთიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დროებით იყო დასაქმებული და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ შტატიანი თანამშრომელი გამხდარიყო.

როცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა საატესტაციო გამოცდები და ახალი სპეციალისტების აყვანის პროცესი დაიწყო, რუზანამ გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა დიდ პრობლემას წააწყდა - გამოცდებისთვის მზად არ იყო. რუზანას მსგავსად მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებსაც სჭირდებოდან სპეციალური მომზადება გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ნინოწმიდის „ქალთა ოთახი“-ს მენეჯერმა, რომელსაც პრობლემის თაობაზე თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს, მოიძია დაფინანსება, მოიწვია ექსპერტი, რომელმაც ქალები გამოცდისთვის დაატრენინგა. რუზანა დავთიანი, ტრენინგის სხვა 10 მონაწილე ქალთან, უკვე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.