photo

2007 წლიდან აბულაძეების ოჯახს მეღვინეობის მცირე მეურნეობა აქვს ქედის მუნიციპალიტეტში. მათი ღვინო ძალიან გემრიელი და მოთხოვნადია, რაც საკუთარი ბიზნესის განვითარების და ბრენდის ჩამოყალიბების იდეის წინაპირობად იქცა. ოჯახს ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრანტის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ არ იცოდნენ საიდან დაეწყოთ.

2016 წელს აბულაძეების ოჯახმა დახმარებისთვის ქედის „ქალთა ოთახს“ მიმართა და მათ ერთად შეიმუშავეს საპროექტო განაცხადი. საჭირო ინფორმაციით და სწორი საპროექტო განაცხადით აღჭურვილმა ოჯახმა სახელმწიფო პროგრამის შერჩევის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და გრანტის სახით 15000 ლარი მიიღო. თანხა დაიხარჯა მარკირების, ჩამოსხმის, ფილტრაციის და დასაცობების აღჭურვილობის შეძენაზე. ახლა ოჯახი უკვე ბრენდირებული ღვინით - „სამზიარი“ - ამარაგებს ბათუმის სხვადასხვა რესტორნებს და მაღაზიებს.