photo

თამუნა პაპიაშვილი ახალგაზრდა მოტივირებული ქალია ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან. მას ყოველთვის უნდოდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ეშინოდა ინგლისური ენის სავალდებულო გამოცდის, რადგან საკმარისი ცოდნა არ ქონდა და არც კერძო რეპეტიტორთან მომზადების თანხა გააჩნდა.

2015 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახმა“ გაავრცელა ინფორმაცია ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი უფასო კურსის დაწყების შესახებ. თამუნა ამ კურსის ერთ-ერთი პირველი მსმენელი გახდა და ეს გაკვეთილები მისი შემდგომი წარმატების საწყისი წერტილი აღმოჩნდა. დღეს თამუნა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი არ კარგავს კავშირს „ქალთა ოთახთან“ და ყოველთვის მზადაა საკუთარი წარმატების ისტორია სხვებსაც გაუზიარიოს.