თამარ ხულორდავა
თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
მას განათლება ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში აქვს მიღებული. 1995 წელს გახდა აშშ-ს მთავრობის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი და დაამთავრა აშშ-ს ვისკონსინის შტატის ჰართფორდის უმაღლესი სკოლა. მოგიანებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 2014 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა Swedish Institute-ის მიერ ორგანიზებული პროგრამის - გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირება და მენეჯმენტი ფარგლებში, ლუნდის უნივერსიტეტში, შვედეთში. ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით და პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალის სპეციალიზაციით.
პარლამენტის წევრად არჩევამდე თამარი იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილე, უფრო ადრე კი მუშაობდა იურისტად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში და ასევე ამერიკის იურისტთა ასოციაციაში. ამასთან ერთად წლების განმავლობაში თამარი უძღვებოდა პროფესიული მომზადების კურსებს საპროცესო უნარ-ჩვევებში, სამართლებრივი მართლწერისა და ადვოკატის პროფესიული ეთიკის საკითხებში უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის.