თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი არის ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი, საერთაშორისო დონის განათლებით სამართლისა და საჯარო მმართველობის დარგში.
სამოქალაქო სექტორში წამყვან პოზიციებზე სამუშაო გამოცდილების შეძენის შემდეგ, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მუშაობდა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მისი ცოდნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების თანაბარ მონაწილეობაზე, განსაკუთრებით გაამდიდრა ჰარვარდის კენედის სკოლაში სწავლამ, სადაც ის პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კურსს გადიოდა.
2014 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს პირველი ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ამავდროულად ის ქართული სახელმწიფოს მხრიდან იყო მთავარი საკონტაქტო პირი და მუშაობდა ბატონ ტომას ჰამერბერგთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში სამართლებრივი და საკონსულტაციო რეფორმების და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
ამჟამად თამარი საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა.