პაატა ხიზანაშვილი
პაატა ხიზანიშვილი გახლავთ სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ქვემო ქართლში. მისი კარიერა ძირითადად სასწავლო, ადმინისტრაციულ და საფინანსო სექტორებს და ასევე პოლიტიკას უკავშირდება. წლების განმავლობაში ის სს "ბანკი ქართუ"-ში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. უფრო ადრე კი მუშაობდა სხვადასხვა სამინისტროებში ხელმძღვანელ პოზიციებზე.
პაატა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და პროფესიონალია, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიაში მუშაობდა ოპერატიული ფსიქოლოოგიის კათედრის გამგის პოზიციაზე, ამავე ინსტიტუციაში დააგროვა პედაგოგიური გამოცდილება.
აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და „ჯიუ-ჯიცუს“ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.