გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე არის მწერალი, პოეტი, ესეისტი, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა საქართველოში საბიბლიოთეკო კულტურას. 2012 წლის მარტიდან ის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია.
მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის მოდერნიზაციის პროცესი, შეიქმნა ძველი ფოტოსურათების ეროვნული ელექტრონული (ციფრული) არქივი და საქართველოს რეგიონებში განახლდა და აღსდგა სასოფლო ბიბლიოთეკები. გიორგიმ დააფუძნა ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხეები სტამბულში, კიევში და ვენაში. მან შეძლო ჰარმონიაში მოეყვანა სიძველე და ინოვაცია ბიბლიოთეკის ძველმოდური სივრცში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებით.
თავის მთავარ სამუშაოსთან ერთად, გიორგი არის სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო პროგრამების წამყვანი, ლიტერატურული მიმომხილველი, ყოველკვირეული სამხატვრო ღონისძიებების დამფუძნებელი. ის ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაზე და ხელოვნების ისტორიაზე. გიორგი არის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს, და უძღვება საგანმანათლებლო და სოციალურ აქტივობებს.
2015 წელს მან გამოსცა წიგნი სახელად „გურული დღიურები“, რომელიც თანამედროვე ბესტსელერი გახდა. მოგვიანებით წიგნის შინაარსის მიხედვით შეიქმნა სპეციალური ტურისტული ტური - გურული დღურების მარშრუტი.