გიორგი ბაქრაძე
გიორგი ბაქრაძე - ეკონომისტი, მოაზროვნეთა გუნდის ლიდერი, ლექტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, კომპიუტერული ცოდნის საზოგადოების საბჭოს წევრი.
გიორგი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ინტელექტუალური ტელე გადაცემით: რა? სად? როდის?, სადაც მან ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნის სტატუსი მოიპოვა. მისი გონება იტევს წარმოუდგენელი მასშტაბის მრავალმხრივ ცოდნას მეცნიერების, ლიტერატურის, მუსიკის, კინომატოგრაფიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგების შესახებ.
გიორგი ბაქრაძეს აქვს ამერიკის უილიამსის კოლეჯის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში. წლების განმავლობაში ის პროფესიულ ცოდნას იღრმავებდა მსოფლიოს ისეთ წამყვან ეკონომიკურ დაწესებულებებში და კომპანიებში, როგორებიცაა: ინგლისის ბანკი, საფრანგეთის ბანკი, შვეიცარიის ეროვნული ბანკი, ვენის ერთიანი ინსტიტუტი, IMF ინსტიტუტი. გიორგი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, კვლევის და პუბლიკაციის ავტორია, 2004 წლიდან კი - საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორი.
გიორგის საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ პროექტში კი ის საქართველოში მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე მუშაობდა.